X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია

6 მაისი 2021

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ამბროლაურში ჩატარებულ პირველ სდომაზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია. 

შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.  
კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:
ამბროლაური - აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები
ლენტეხი - თამარ მეფის და სტალინის ქუჩები 
ცაგერი - რუსთაველის და კოსტავას ქუჩები 
ონი - დავით აღმაშენებლის მოედანი

კომსიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.